როგორ პასუხობს ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას"

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 პირის შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. „არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უკიდურესად დესტრუქტიული ქმედებებით, რომელსაც პროვოკაციული ხასიათი აქვს და შეუძლია სრულად გამოუთხაროს ძირი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, - ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა აფხაზეთთან და მის მოქალაქეებთან მიმართებაში აგრესიული ხასიათისაა“. „ქართულმა მხარემ ყოველგვარი ობიექტური საფუძველის გარეშე ბრალი წაუყენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ისინი ‘შავ სიაში“ შეიყვანა, რაც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობა ჟენევის დისკუსიების შესაძლო ჩაშლაზე პირადად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაეკისრება. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. სია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

თარიღი 01.01.1970 04:00