რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბაკურიანში ანრი ოხანაშვილი სცემეს



ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარი „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, როგორც უწყებაში აცხადებენ თავდამსხმელი სსკ-ის 173-ე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, ფაქტზე კი გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს რაც მუქარას გულისხმობს.


თარიღი 01.15.2020 00:09  997