ამ წამს გავრცელდა უკანასკნელი ცნობები ინდოეთიდან ანიტა გმირულად ელოდება როდის გათავისუფლდება მართვით სუნთქვის აპარატისგან



 60 ღამე, საოცარი ერთიანობა და 1 უსაყვარლესი გოგოს გარშემო გაერთიანებული 69000-ზე მეტი ადამიანი- ეს არის ანიტელების ჯგუფი!

ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შედარებით აღდგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა ღვიძლის ფუნქციონირების გამოსასწორებლად.
გრძელდება დიალიზი და სისხლში ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

 რაც მთავარია ანიტა კონტაქტურია, ჩურჩულით ელაპარაკება ოჯახის წევრებს, აქტიურად ამოძრავებს კიდურებს და გმირულად ელოდება როდის გათავისუფლდება მართვით სუნთქვის აპარატისგან.

 უფრო შემართებით არიან ანიტას მშობლებიც!

 თქვენი სიყვარული ყოველდღიურად ძალებით ავსებს ანიტას ოჯახს, თითოეული თქვენგანის ჩართულობა უზომოდ დასაფასებელია!

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!
#ანიტას  სთვის


თარიღი 01.15.2020 00:58  14437