ბოლო ცნობები ინდოეთიდან ექიმების ვარაუდით სისხლში ინფექციის დაძლევას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება



 62-ე ღამემშვიდობისა ანიტელებო!

 ვინც ჯერ ანიტას მეგობრების გადასარჩენად შექმნილ ჯგუფში არ ხართ, გთხოვთ, გადადით ბმულზე და შემოგვიერთდით, რომ ერთად ვაკეთოთ სიკეთე ანიტას სახელით:

 

 რაც შეეხება ჩვენს გოგოს:
ჯერჯერობით მისი მდგომარეობა უცვლელია.
დღეს დიდი თხოვნის შემდეგ მარიკო რეანიმაციულ განყოფილებაში ჩვეულებრივზე მეტ ხანს გააჩერეს, რაც ძალიან გვახარებს.

 გრძელდება ანტიბიოტიკოთერაპია, ექიმების ვარაუდით სისხლში ინფექციის დაძლევას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
 ამ ეტაპზე ისევ არის დიალიზის საჭიროება.
ბილირუბინის მაჩვენებელმა ცოტათი დაიწია და თითქმის ნორმის ზღვარს გაუტოლდა.

 ჩვენი ელჩი ისევ რჩება ანიტას ოჯახის გვერდით და ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს მათ.

 ანიტას წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული გზა ელის და ამ გზაზე თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს!

#ანიტას სთვის


თარიღი 01.17.2020 00:37  6453