სურამში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ,,დიანიუსისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით, ქალი ყოფილმა ქმარმა ნაჯახით მოკლა, რის შემდეგაც 32 წლის ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 26 წლის გოგოა, რომელსაც 4 წლის შვილი დარჩა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.