65-ე ღამემშვიდობისა ანიტელებო!
ჩვენი გოგოს მდგომარეობა უცვლელია.
ექიმები ისევ ებრძვიან სეფსისს და პოლიორგანულ უკმარისობას.
დღეს შეუმცირეს დამაძინებელი საშუალებების დოზა, რის ფონზეც ძალიან აქტიურად ეკონტაქტა მშობლებს და ცხვირიდან ზონდიც კი მოიძრო.
ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანიტას ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა, კარგია რომ არ აღინიშნება მდგომარეობის უკუსვლა.
ჩვენ ისევ თქვენი სიყვარულის იმედი გვაქვს და იმის, რომ თქვენი თანადგომა, ლოცვა და დადებითი ენერგია სასწაულებს მოახდენს!
როგორც ანიტას დედიკოს აცნობეს, რეანიმაციული განყოფილების მთლიანი გუნდი თვალს ადევნებს ანიტას გარშემო სოციალურ ქსელში მიმდინარე ამბებს, მათი თქმით ექიმების გუნდიც ლოცულობს ამ განსაკუთრებული გოგოსთვის!
#ანიტას სთვის