“თქვენ ხართ საოცარი ადამიანები, შექმენით საოცარი სივრცე, სადაც ერთი პატარა ნეგატივის მარცვალიც კი ვერ ახერხებს შემოღწევას. თუმცა ამ სივრცის გარეთ შემთხვევით წავაწყდი რამდენიმე კომენტარს, რომელმაც გული გამიგლიჯა, ამიტომ გადავწყვიტე კარგად განვმარტო. ქვეყნებმა სხვადასხვა მიზეზის გამო გვითხრეს უარი (ძირითადად ეს მიზეზი იყო მათი კანონმდებლობა).
საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში არსებობს უამრავი გზა ამ დაავადების მართვისა. მათ შორის ერთ-ერთია ხელოვნური გული, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ მშვიდად დაველოდოთ დონორს. ამოვიკითხე კომენტარები, სადაც ხალხი მიიჩნევს, რომ ანიტას ექიმები ხელს არ კიდებენ იმიტომ, რომ ფიქრობენ მაინც არ ეშველება. არა მეგობრებო!!! არა და არააა!!! ეს არც გაიფიქროთ.
მსგავსი რამ არც ერთ კლინიკას არ დაუსახელებია მიზეზად. ხსნა და საშველი არსებობს, მთავარია რომელიმე კლინიკა დაგვთანხმდეს და ანიტა იქნება ჯანმრთელი და ბედნიერი. მე გპირდებით ამას!!! გთხოვთ, არავინ გაივლოთ გულში, რომ გამოსავალი არ არსებობს, რადგან ეს არის სიცრუე. პ.ს. ვიდეოს დავურთავ, სადაც ანიტა ასე ბოროტულად იცინის, იმათი მისამართით, ვისაც მისი გამოჯანმრთელების არ სჯერათ