“ბავშვს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა, რადგან სტომაში გროვდება ნახველი, რომელიც პერიოდულად უნდა ამოიტუმბოს, სხვა შემთხვევაში, ბავშვი გაიგუდებოდა. 4 წელი და 8 თვე ანდრიას სტომა ედგა და ჩვენთან არაფერი მოსვლია, მან იცოდა, რომ არ უნდა მოეგლიჯა, თორემ გაიგუდებოდა”
ანდრიას მამა, ვანო დვალიშვილი: “აღარ მყავს ჩემი ანგელოზი, ერთადერთი შვილის სიკვდილს არავის ვაპატიებ”ბავშვს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა, რადგან სტომაში გროვდება ნახველი, რომელიც პერიოდულად უნდა ამოიტუმბოს, სხვა შემთხვევაში, ბავშვი გაიგუდებოდა. 4 წელი და 8 თვე ანდრიასსტომა ედგა და ჩვენთან არაფერი მოსვლია, მან იცოდა, რომ არ უნდა მოეგლიჯა, თორემ გაიგუდებოდა”
ანდრიას მამა, ვანო დვალიშვილი: “აღარ მყავს ჩემი ანგელოზი, ერთადერთი შვილის სიკვდილს არავის ვაპატიებ”
22 აგვისტოს გერმანიაში გარდაცვლილი 4 წლის ანდრია დვალიშვილის ცხედარი სამშობლოში 28 აგვისტოს, მარიამობას ჩამოასვენეს. 19 აგვისტოს ოჯახმა ანდრია გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარა შინ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა.
ჯერჯერობით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელზეც საქმის ბედია დამოკიდებული.
4 წლის ანდრია ოჯახმა ასოციაცია “ჯანმრთელი ბავშვების დახმარებით” 19 აგვისტოს გერმანიაში გაგზავნა. ასოციაცია თანამშრომლობს ორგანიზაცია Friedensdorf–თან (“მშვიდობის სოფელი” – ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია), რომელიც ომის ვეტერანებისა და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების შვილებს მკურნალობასა და ოპერაციის ხარჯებს (მათ შორის, მგზავრობის) სრულად აფინანსებს. თუმცა ერთი პირობით – ბავშვი მშობლების გარეშე მიემგზავრება და მკურნალობის განმავლობაში ბავშვთა სოფელში მარტოა.
ამ პირობაზე დათანხმდნენ დვალიშვილებიც. სამწუხაროდ, ანდრია გერმანიაში ჩასვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ოჯახის თქმით, ისინი ოთხი დღე ეძებდნენ ბავშვის ცხედარს და მომხდარის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.
ასოციაცია “ჯანმრთელი ბავშვების” დამფუძნებლის, მედეა აბრამიას თქმით, ბავშვის ცხედარი არ დაკარგულა და სამშობლოში მისი გადმოსვენების გაჭიანურება ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული:
-“ბავშვი შაბათს, 22 აგვისტოს დილით გარდაიცვალა. შაბათ-კვირას გერმანიის ყველა სტრუქტურა ისვენებს. ამიტომ გადმოსვენება გაჭიანურდა.
– რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?
– ზუსტი დასკვნა ჯერ მეც არ მინახავს. ბავშვს ტრაქეის მძიმე ფორმის სტენოზი (სასუნთქი გზების შევიწროება) და თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა. ოპერაციის შემდგომ, რომელიც საქართველოში გაუკეთდა, ტრაქეოსტომა ჩაუდგეს. ოთხშაბათს ბავშვი ჩავიყვანეთ, ხოლო ხუთშაბათსა და პარასკევს გამოკვლევები ჩაუტარდა. ტრაქეოსტომა ჩაუდგეს, შედარებით დიდი ზომის, რომ მილი ოდნავ გაფართოებულიყო. ერთი წლის მერე ოპერაცია იყო დაგეგმილი. თუმცა, მოულოდნელად ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. მომხდარით ჩვენც შოკირებული ვართ. ჩვენი ასოციაცია 2005 წლიდან საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, რომ სამკურნალოდ გაგზავნილი ბავშვი დაიღუპა.
“კვირის პალიტრა” გორში იმყოფებოდა. დვალიშვილების ოჯახში ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს. “ჩემი ანგელოზი, როგორ მომიკლეს, აღარ მყავს, ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილს არავის ვაპატიებ”,”- თავჩაქინდრული, ცრემლიანი თვალებით გვესაუბრებოდა ანდრიას მამა, რომელიც ბავშვის სიკვდილში ასოციაცია “ჯანმრთელი ბავშვების” წარმომადგენელს ანა ბერულავასა და ფრიდენდორფის -ის პერსონალს ადანაშაულებს. მისი თქმით, ანდრია უყურადღებობით გარდაიცვალა.