ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული და ისინი „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც “კვირას” კორესპონდეტი ადგილიდან იუწყება გარდაცვლილია ბავშვი. მისივე ინფორმაციით, ბავშვის ვინაობა დაუდგენელია, რადგან ბავშვის ოჯახის წევრები ამ დროისთვის შემთხვევის ადგლზე არ მისულან.
თვითმხილველები ამბობენ,რომ ბავშვის ასაკი 4- დან 6 წლამდე იქნებოდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 -ე მუხლის მეექსვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.