ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ქალი



იტალიაში, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც ინტერნეტ გაზეთი Gazzetta di Reggio წერს, კვირა დილით via Roolo Gessi 3 ნომერში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი ქალი, 1966 წლის 20 ივლისს დაბადებული ელზა სიუკაევა.

მედიის ცნობით, პოლიცია ადგილზე გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის და ბინის მეპატრონის გამოძახების საფუძველზე მივიდა.

ელზა სიუკაევა იტალიაში დაახლოებით 14 წელი იმყოფებოდა, არ ყოფილა დაქორწინებული და ოჯახის წევრები საქართველოში ყავდა.

როგორც მედია წერს, გარდაცვლილი ქალი სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო და მილანის ყველა თამაშს ესწრებოდა. მილანის ხათრით, ის მხოლოდ წითელ და შავს სამოსს იცმევდა. ასევე, მას სახლი მილანის ფერებში ჰქონდა მოწყობილი.

მედიის ცნობით, ელზამ საქართველოში პატარა სახლი Rossoneri-ს ავეჯით და მოწყობილობით აშენა და ის ვერასდროს ახერხებდა იქ ცხოვრებას.


თარიღი 01.31.2020 00:16  3340