უმძიმესი ინფორმაცია ანიტას ჩამოასვენებენ დღეს 2 თებერვალს თხოვნაა არცერთი ჟურნალისტი არ მივიდეს იქ



 არ ვიცი მერამდენე ღამეა, რომ ტრადიციულად მოგესალმოთ...

მნიშვნელოვან პოსტს ვწერ, მინდა ემოციების გარეშე მოგაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ... ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი...

ამდენი ხნის განმავლობაში, ყოველ ღამე გწერდით ანიტას, მისი დედიკოს და მამიკოს ამბებს.
პასუხისმგებლობა ავიღე, დაგპირდით, რომ ყველა ინფორმაციას გაგაცნობდით. კრიტიკული სიტუაციების დროს მიჭირდა, არ მინდოდა არაფრის წერა, მაგრამ ვწერდი იმიტომ, რომ თქვენ არც ერთი წამი არ მიგვატოვეთ და არც ჩვენ გვქონდა თქვენი მიტოვების უფლება...

ვწერ, ვშლი, ვწერ... ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა:

ანიტას ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს 20:15 საათზე.
სამთავრობო გასასვლელიდან გამოვლენ, ამიტომ შიგნით ვერ შეხვალთ.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთხოვო/მოვთხოვო ჟურნალისტებს!

ძალიან გთხოვთ, არავინ არ მოხვიდეთ ფოტოების, სიუჟეტების, ლაივ/სინქრონების და კომენტარებისთვის!
ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა გვთხოვა კომენტარი გაგვეკეთებინა (არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაგვეკეთებინა) მე და ჩემ მეგობრებს, რაც ძალიან მიუღებელია ამ სიტუაციაში.
ამიტომ გთხოვთ, დაფიქრდით სანამ რამეს მოიმიქმედებთ. თუნდაც ფოტო გადაიღოთ, დაფიქრდით ანიტას ოჯახის წევრები რას იგრძნობენ ამ ფოტოს რომ შეხვდებიან სოც. ქსელში.

▪️ ხუთშაბათს, 6 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ ანიტას...

არ მჯერა, რომ ეს დავწერე...

მადლობა რომ ბოლომდე იბრძოდით...
ბოდიში, რომ დაგპირდით და ეს ამბავი კეთილ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ...

ახლა უკვე ერთადერთი რასაც ვნატრობ, ანიტას მამამ, რომელსაც დღეს 28 წელი შეუსრულდა და დედამ რომელიც ჩემთვის ბეგობარზე, დაქალზე, დაზე მეტია და ახლა ჩემი გმირიც გახდა, ფიზიკურად მაინც გაუძლონ ამ ყველაფერს...

#ანიტას სთვის


თარიღი 02.02.2020 01:56  6598