ექიმმა გვამცნო MRI-ის პასუხი, სიმსივნე დაპატარავდა! - უახლესი ინფორმაცია 19 წლის მარიამზე



19 წლის მარიამ კალომლეწავის შესახებ, რომელსაც თავის ტვინზე მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს, უახლესი ინფორმაცია ვრცელდება. 

მარიამის მამა ივანე კალომლეწავი ყველას მადლობას უხდის თანადგომისთვის. 

„გამომდინარე იქიდან, რომ მარიამის მამას არ აქვს სოციალური ქსელი, გვთხოვა, კალოს ჯგუფში გაგვესაჯაროებინა მის მიერ გამოგზავნილი წერილი: „არ ვიცი ყველას მადლობა როგორ გადაგიხადოთ, სიტყვებით ეს არ აიხსნება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებულია ის თანადგომა და ის სიყვარული, რაც ამ პერიოდში სრულიად უცხო ხალხმა გაიღეთ ჩემი მარიამის და ჩემი ოჯახის მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ ახლობლებზე, მეგობრებზე, ნათევასავებსა თუ ნაცნობებზე....
ერთი რამ ცხადია, რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მჯერა რომ ეს გაღებული სიკეთე არც ერთ თქვენგანს არ დაგეკარგებათ უფლის წინაშე !
მე მჯერა უფლის ნების და აი, დღესაც მისი მოწყალებით გაგვითენდა სასიხარულო დილა, როდესაც მარიამის მკურნალმა ექიმმა გვამცნო MRI-ის პასუხი - სიმსივნე დაპატარავდა!“,- წერენ ჯგუფში მარიამისთვის. 

width=600

 

დაგვეხმარეთ მეგობრის გადარჩენაში

დარეკეთ 0901 700 177

ლიბერთი ბანკი
#GE43LB0711170075564000

TBC bank
#GE97TB7716645061600008

საქართველოს ბანკი
#GE89BG0000000902975700

მიმღები: ივანე კალომლეწავი ( მარიამის მამა)

 


თარიღი 02.03.2020 21:06  6702