რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით რომ დაბრუნდით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით




"რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით რომ დაბრუნდით სამშობლოში. ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში," - ასე მიმართა ემიგრანტებს ილია მეორემ დღეს, 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე.
"მე მინდა მადლობა მოგახსენოთ, იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომელნიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომელიც შეიქმნა უცხოეთში და გახდა ცენტრები ქართული სულიერი კულტურისა. შეიქმნა ქართული ცეკვის, სიმღერის და ლიტერატურის წრეები. ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ," - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ


თარიღი 02.04.2020 23:39  3518