გუგული მაღრაძე სოციალური დახმარების გაუქმებას ითხოვს – ჩემთვის მიუღებელია...



ჩემთვის ძალიან მიუღებელია, 40 -50 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანები წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

გუგული მაღრაძე უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის.

„ხომ არ ჯობია განვასხვაოთ ისინი ვინც შრომისუუნაროა და არ შეეძლებათ მუშაობა და მათ მივცეთ სოციალური შემწეობა, ხოლო მათთვის, ვისაც პოტენციურად დასაქმება შეუძლია, იყოს უმუშევრობის დახმარება, რომელიც გარკვეული თვეების განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ იქნება შეთავაზება პროფესიული განათლების, რაც უფასოა ან სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის იქნება საოჯახო მეურნეობის მოწყობაში დახმარება და ამ მიმართულებით მგონია, გაცილებით უფრო მეტ მოტივაციას შევუქმნით ადამიანებს“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

 


თარიღი 02.08.2020 02:15  9383