როგორც ზურამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ხათუნას ფილტვში სიმსივნე ზომაში ძალიან დაპატარავებულია. რამდენიმე დღის წინ მამა ნაუმიმ ხათუნა დალოცა და ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაიბარა.
ზურა: - რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მოდი ჩემთან და პასუხი მითხარი, ექიმები რას გეტყვიანო. ყინწვისის მონასტრის საძმოში ხშირად ჩავდივართ. ბევრი კარგი ბერი მოღვაწეობს იქ და გვერდში გვიდგას ამ დაავადების დასამარცხებლად. მადლობა მათ... საგურამოს დედათა მონასტერშიც დავდივართ.
განსაცდელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოდის. მზად უნდა დავხვდეთ და ღმერთთან ახლოს დავდგეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ რთულად არ მივიღოთ ეს მოვლენილი განსაცდელი. ის, რაც ხდება, იმისთვისაა, რომ უფალთან დავახლოვდეთ.
ბოლო თვეებია დიდ თანაგრძნობას ვგრძნობ საზოგადოებისგან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობ ვუთხრა ამ მხარდაჭერისთვის. ამდენი ადამიანის ლოცვას იმხელა ძალა აქვს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას და მათ შორის თქვენ - ჟურნალისტებს, ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწობილია და მხარს გვიჭერთ.