ასევე დაგაინტერესებთ რუსული ბომბდამშენების და მოიერიშეების საშუალებით.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა საქვეყნოდ დაიქადნა, რომ იდლიბის თურქულენოვანი მოსახლეობის საჰაერო დაბომბვებს არავის აპატიებს და ყველას ჩამოაგდებს, იქნება ეს სირიელი თუ რუსი პილოტი!
ერდოღანი, რომ სიტყვებს ქარს არ ატანს, მალევე გამოჩნდა - ჯერ იყო და სირიის საბრძოლო შვეულმფრენს მი-35-ს მარცხენა ფრთა "მოტეხეს" საზენიტო ქვემეხიდან ნასროლი ჭურვით, თუმცა ამ "მფრინავმა ნიანგმა" მაინც მოახერხა აეროდრომზე მშვიდობიანად დაშვება (სხვათა შორის ეს შვეულმფრენი მანამდე რუსეთის სამხედრო ბაზის კუთვნილება გახლდათ, ვიდრე სირიელებს გადაულოცავდნენ).
სირიის მეორე შვეულმფრენის მი-8მტ-ს ჩამოგდების ვიდეოკადრებმა კი მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო - მაღალ სიმაღლეზე მფრენ შვეულმფრენს რაკეტის მოხვედრის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და ის რამდენიმე წუთი ვარდებოდა და თან ჰაერში ნაწილებად იშლებოდა.
იმის გამო, რომ შვეულმფრენი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, "იგლასა" თუ "სტინგერის" მოქმედების არეალზე უფრო მაღლა მიფრინავდა, ჩნდება ვერსია, რომ ის მიწიდან კი არ ჩამოაგდეს, არამედ რამდენიმე ათეული კმ-იდან თურქული ფ-16-ის მიერ გაშვებულმა "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართავადმა რაკეტამ იმსხვერპლა.
ფოტო: თურქულმა გამნადგურებელმა სირიულ შვეულმფრენს რაკეტა მოარტყა
fb
ხუთი წლის წინ თურქეთმა უკვე ჩამოაგდო რუსული საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ, ხოლო კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული პილოტი თურქომანმა მებრძოლებმა ჰაერშივე დახვრიტეს, რის გამოც მაშინ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
მას შემდგომ მოსკოვი და ანკარა თითქოს ერთმანეთს "ჩაეხუტნენ", ვაშინგტონის გულის გასახეთქად, მაგრამ სირიაში დღეს არსებული უკიდურესად დაძაბული სიტუაციის ფონზე, როდესაც არც ერდოღანი თმობს სირიის იდლიბში მაცხოვრებელ თურქომანებს და არც პუტინი აჩერებს იდლიბის იერიშზე გადასულ ასადს, დიდი ალბათობა არსებობს, რომ ფრონტის ხაზზე რუსულ-თურქული სამხედრო შეჯახებებიც მოხდეს..