ძალიან გაბრაზებული ვარ გიორგიზე რა ჩაიდინა გიორგი ყიფშიძემ



ახლა ნერვები მეშლება გიორგიზე, სხვა ქალისგან ბავშვს ელოდება, ცოლად შეირთო უკვე, – ამის შესახებ განცხადებას მსახიობი ზურა ყიფშიძე აკეთებს.

- საოცარი ტიპია, ჭკვიანი, მოსიყვარულე, გაიზარდა, გაიწელა, იშვიათად ვხედავ. ახლა ნერვები მეშლება გიორგიზე...

 
- რატომ?

- ახლა ალექსანდრე დედამისთან არის. გიორგი სხვა ქალისგან ბავშვს ელოდება, ცოლად შეირთო უკვე.

 
- 24 წლის მსახიობიაო, წავიკითხე.

- არ არის მსახიობი. ენი ჰქვია, დღე-დ­ღეზე ბავშვს ელოდებიან, ბიჭს. ენის, მგონი,­ ლონდონში ჰყავს ოჯახი, ქართველია. რამდენიმეჯერ შევხვდით. მათი გადაწყვეტილება ჩემი საქმე არ არის, ამიტომ ჩუმად ვარ. მე ასე არ შემიძლია - მანქანებს, ცოლებს, ძაღლებს უცბად ვერ ვიცვლი.

 
- გიორგიმ თუ გითხრათ თავისი გადაწყვ­ეტილების შესახებ, სანამ იქორწინებდა?
- რომ გვითხრა, მერე რა... ნატალია დადებითად შეხვდა ამას. ის უფრო კარგად იცნობს ენის, ვიდრე მე. წელს ლენ­უკ­ამაც შექმნა ოჯახი და კარგი არჩევანი გააკეთა.
 

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ადევნ­ებთ თვალს?

- ერთხელ ერთმა კორეს­პონდენტმა­ მიკროფონი­ მომაბჯინა სახეზე და მკითხა,­ ბატონო ზურა, როდის დაიწყება წარღვნაო?­ დაწყებული არ არის, თუ თქვენ გგონიათ, დილით დაიწყება და საღამოს დამთავრდება-მეთქი? გრიპიც წარღვნაა, ბომბიც. დედამიწა გაგიჟდა, ისეთ რამეებს ვაკეთებთ ადამიანები. რამაზ ჩხიკვაძის არ იყოს, ვეღარ­ ვიტან სიტყვებს "პოლიტიკა" და "დემოკრატია". დემოკრატიას ამოფარებული­ რამდენია და დემოკრატია, დემოკრატიაო, გაიძახიან...

 

ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. მინდა ყველას დაუფასდეს შრომა, მშვიდი და სტაბილური ცხოვრება გვქონდეს. ადამიანები ადამიანებს ვგავდეთ, ღმერთის გვწამდეს.

„ენი ჰქვია, დღე-დღეზე ბავშვს ელოდებიან, ბიჭს. ენის, მგონი, ლონდონში ჰყავს ოჯახი, ქართველია. რამდენიმეჯერ შევხვდით. მათი გადაწყვეტილება ჩემი საქმე არ არის, ამიტომ ჩუმად ვარ. მე ასე არ შემიძლია – მანქანებს, ცოლებს, ძაღლებს უცბად ვერ ვიცვლი”, – ამბობს ზურა ყიფშიძე „კვირის პალიტრასთან”.


თარიღი 02.22.2020 00:51  3020