ხვალ ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა, ამ დღეს მივალ იმ ადგილზე და ოცნებას ავისრულებ..." - რა ოცნება უნდა აისრულოს მაია ასათიანმა შვილის გარდაცვალების დღეს



23 თებერვალს ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა, ამ დღეს მივალ იმ ადგილზე და ოცნებას ავისრულებ..." - რა ოცნება უნდა აისრულოს მაია ასათიანმა შვილის გარდაცვალების დღეს 17 თე­ბერ­ვალს მაია ასა­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ემ­გზავ­რა. სამი წლის წინ, თე­ბერ­ვლის თვე­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და ყო­ველ წე­ლი­წადს, ეს პე­რი­ო­დი ასა­თი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა.

ამ­ჯე­რად, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­წყვი­ტა და კუნ­ძულ ბა­ლი­ზე გა­ემ­გზავ­რა: "16 სა­ა­თი უნდა ვიფ­რი­ნო, ჩემი შვი­ლის წლის­თა­ვია" - ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე მაია ასა­თი­ან­მა.

რო­გორც ის ამ­ბობს, ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და მისი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის - ელი­ზა­ბეტ გილ­ბერ­ტის ბესტსე­ლე­რის "ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რეს" მთა­ვა­რი გმი­რის გზის გავ­ლას აპი­რებს...

წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი, რომ­ლის კი­ნო­ვერ­სი­ა­შიც მთა­ვარ როლს ჯუ­ლია რო­ბერტსი ას­რუ­ლებს, ასე­თია: მთა­ვა­რი გმი­რი - ელი­ზა­ბე­ტი მტკი­ცედ გა­და­წყვეტს, იპო­ვოს ის, რაც აქამ­დე ძა­ლი­ან აკ­ლდა. ამ­დე­ნად, ის იწყებს ძი­ე­ბას... რომ­ში ის თავს ნე­ბა­ზე მი­უშ­ვებს, ინ­დო­ეთ­ში კი სუ­ლის გან­წმენ­დას ჰპო­ვებს... სა­ბო­ლო­ოდ, კი კუნ­ძულ ბა­ლი­ზე მცხოვ­რე­ბი ექიმ­ბა­ში ახალ გზას და­ა­ნახ­ვებს სიმ­შვი­დის­კენ და კვლავ გა­უღ­ვი­ვებს სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვილს.

კუნ­ძულ ბა­ლი­ზე ჩა­სულ­მა მაია ასა­თი­ან­მა გა­და­წყვი­ტა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გუ­ლახ­დი­ლად მო­ე­ყო­ლა, თუ რა მი­ზანს ისა­ხავ­და მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა და რა­ტომ გა­ემ­გზავ­რა მარ­ტო:

"ძა­ლი­ან ბევ­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მინ­და გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ აქე­დან. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა რა­ო­დე­ნო­ბით ტკბი­ლი, თბი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე წე­რი­ლე­ბი მი­ვი­ღე... ას­მა­გად და ათას­მა­გად მინ­და და­გიბ­რუნ­დეთ. ძა­ლი­ან ბევრ ღი­მილს გიგ­ზავ­ნით, მად­ლო­ბა! და­გიბ­რუნ­დეთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბით სავ­სე ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მიგ­ზავ­ნით.

დღეს, სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი მქონ­და ბა­ლის რი­გით მა­ცხოვ­რე­ბელ­თან. მიხ­სნი­და, რო­დე­საც მი­ჭირს ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნო რა მინ­და, უბ­რა­ლოდ ვი­ღი­მი და ეს ყვე­ლა­ფერ­ში მშვე­ლი­სო, რა მა­გა­რი რა­ღაც არის, არა?!

ბევ­რი მე­კი­თხე­ბით, რა­ტომ ვარ მარ­ტო წა­მო­სუ­ლი. ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ შენს თავ­თან მარ­ტო ხარ... მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა, მე­კი­თხე­ბით მწყინ­დე­ბა თუ არა - არა, იმი­ტომ რომ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცას აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე. როცა სა­კუ­თარ თავ­თან ყოფ­ნას შე­იყ­ვა­რებთ, აღ­მო­ა­ჩენთ რომ სა­ში­ში არა­ფე­რი არ არის და მარ­ტო­ო­ბის აღარ შე­გე­შინ­დე­ბათ. განაგრძეთ კითხვა...


თარიღი 02.22.2020 21:06  6771