ერთადერთი და ჰყავდა… როგორ გაიმეტა ანგელოზივით გოგო?! – ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

დუშეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, არსებული ინფორმაციით 41 წლის ლაშა ქემბარაშვილი, რომელიც დედისა და დის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაშია ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. რაც შეეხება საზარელი მკვლელობის მოტივს, ამაზე ჭოპორტში მცხოვრებლებს საუბარი უჭირთ.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გასროლის ხმა 08:00 საათზე გაიგეს. ქემბარაშვილის დედა ადგილზე იყო გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალს კი სასიცოცხლო ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

„41 წლის კაცმა, საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა. ლაშას ცოლი არ ჰყავს, მშრომელი ბიჭია. დედა ადგილზე გარდაიცვალა. ერთადერთი და ჰყავდა, როგორ გაიმეტა?! ანგელოზივით გოგო იყო“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.


თარიღი 02.28.2020 23:49  1606

loading...