ინფექციურში კარანტინგამოვლილი გოგო უმძიმეს პირობებზე ყვება შოკისმომგვრელია ეს ყველაფერი



27 თებერვალს, ღამით მე და ჩემი ორი მეგობარი მოვხვდით ინფექციურ საავადმყოფოში.
იმდენად გაბრაზებული, გაოგნებული, შეშფოთებული (და კიდევ სხვა ბევრი დიპლიმატიური თუ არადიპლომატიური სიტყვა) ვართ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
მოდი, ქრონოლოგიურად მივყვები და შევეცდები მაქსიმალურად ლაკონიური ვიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
Tako და თავისი მეუღლე, დავითი 24 თებერვალს ჩამოფრინდნენ მილანიდან. აეროპორტში შეუმოწმეს ყველას ტემპერატურა, ვინაიდან თვითმფრინავში ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 15მდე ადამიანს ჰქონდა სიცხე, მათ შორის თაკოსაც. თუმცა, თაკოს პირველ რიგში ეხოსკოპია ესაჭიროებოდა, ვინაიდან იყო ფეხმძიმედ და გამოფრენამდე ერთი დღით ადრე დაეწყო სისხლდენა. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა გადამოწმებულიყო, იყო თუ არა ნაყოფის შენარჩუნება შესაძლებელი.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ყველა მგზავრი, ყველა, გამოუშვეს.
სამწუხაროდ, თაკოს შეწყვეტილი ორსულობა დაუდგინეს, დაუნიშნეს მედიკამენტოზური აბორტი.
ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ტემპერატურა ამ პროცესების ფონზე ჰქონდა, წამოვედით სახლში და დავიწყეთ ექიმის დანიშნულების შესრულება.
სახლში ვიყავით მხოლოდ თაკო, დათო და მეც, რათა ამ პერიოდის განმავლობაში დავხმარებოდი ყველაფერში.
უკვე 27-ში შევამჩნიეთ, რომ თაკოს ტემპერატურა მოემატა. ამავდროულად, ტემპერატურა დაუფიქსირდა დათოსაც და მეც.
დავრეკეთ სასწრაფოში, ავუხსენით მდგომარეობა. საკმაოდ იპერატიულად მოვიდნენ და გადაგვიყვანეს ინფექციურში.
აი, აქ იწყება მთავარი.
კარში შესვლისთანავე გვესმის, რომ ადგილები არ არის, შემდეგ რამდენიმეწამიანი დაბნეულობა იყო, რა ვქნათო და უცებ, როგორც ჩანს რაღაც გაახსენდათ და წაგვიყვანეს "პალატაში".
ეს ოთახი, არც კი ვიცი უწინ რა იყო, თავისთავად ცხადია, რომ პალატა - არა.
სამი ადამიანი ვიყავით, იდგა ორი ლოგინი, მათ შორის, ერთი სრულიად ხე.
ოთახს არ ეკეტებოდა კარი. არც ეხურებოდა, ვინაიდან საკეტი იყო მთლიანად მოტეხილი და ასე ღია კარში, ყველა გავლა-გამოვლა, საუბარი დერეფანში გვესმოდა.
ვითომ პირად აბაზანაში, არ იყო არანაირი დუში, ანუ, აბაზანა კი იდგა, მაგრამ დუში არ იყო, ფიზიკურად. უნიტაზიც საშინელ მდგომარეობაში, ცივი წყალი ონკანში. აბაზანის უკან, კი იყო კარი, რომელსაც გარეთ გაყავდი.
ამ ზოგად მდგომარეობაზე უარესი, ჰიგიენური მდგომარეობა იყო. არამცთუ დეზინფექცია, დალაგებულიც კი არ იყო ოთახი. წინა პაციენტის ნაჭამი კონტეინერი და ჩანგალი დაგვხვდა, ასევე, ფანჯრის რაფა იყო ამოტეხილი და იქ ეყარა სიგარეტის ფერფლი და სხვა წვრილ-წვრილი ნაგავი. იქვე კი იდგა ლოგინი და ფანჯარა რომ გამოვაღეთ, ქარმა, თან ორპირმა (იმიტომ რომ კარი ხომ ღია გვქონდა) გადმოაყარა ეს ყველაფერი.
მთელი ღამე მაქსიმალურად ვიჯექი, დაწოლის სურვილი არანაირად არ მქონდა.
წარმოიდგინეთ, ჩვენს შესვლამდე, დეზინფექცია კი არა, ტილოც კი არავის გადაუსვამს არაფრისთვის. ნაგვის ურნაში ათასჯერ ვთხოვეთ, პარკი ჩაედოთ და ეგეც არ გააკეთეს.
არ დაგავიწყდეთ, ვცდილობ, მაქსიმალურად ლაკონურად ვისაუბრო.
ახლა რაც შეეხებათ ექიმებს:
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უმეტესობა იყო უსაყვარლესი, უკარგესი, უკეთილშობილესი ადამიანი, ძალიან ადამიანური მიდგომებით. უპირველასად ჩვენ სამივეს ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ექიმს, რომელიც დაგვხვდა მისვლისას, რეზო ერქვა და ახალგაზრდა იყო, სხვა არაფერი არ ვიცით, მათ შორის არც ის, როგორ გამოიყურება, სპეციალური ფორმების გამო. თუმცა, ზოგადად, მისი ჩვენს გარემოცვაში ყოფნა, ძალიან დამამშვიდებელი იყო, ყველანაირდ ზრუნავდა და ჩვენთან ერთად დარდობდა იმ გარემოზე, სადაც ყოფნა გვიწევდა. არ ვიცი, ნახავს თუ არა ამას, მაგრამ დიდი მადლობა აუცილებლად.
მისვლისთანავე აგვიღეს ანალიზები, სისხლი, გადაგვიღეს რენტგენი, უშუალოდ კორონაზე კი დილით მოვიდოდნენ და წაიღებდნენ ნაცხსს.
მოკლედ, როგორც ვთქვი, ექიმები, ექთნები იყვნენ უსაყვარლესები. თავადაც ძალიან დაღლილები და რთულ რეჟიმში მომუშავეები.
მაგრაააამ, აი ასეთ კარგ ხალხს, შეიძლება ძალიან მარტივად გაუფუჭოს სახელი ერთმა ისეთმა გამოხტომამ, როგორიც გამოხტა შუაღამისას (ჩვენს თვალში ვერ გაუფუჭებს).
მოკლედ, როგორც იცით თაკო სვამდა სპეციალურ მედიკამენტებს ნაყოფის გამოსადევნად. თავისთავად ცხადია, თავის გინელოლოგთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა, გაიარა კონსულტაცია მობილურით, დაელია თუ არა საავადმყოფოშიც და მიიღო თანხმობა, ვინაიდან ამ პროცესების შეჩერება არ შეიძლებოდა, თუნდაც სეფსისის რისკის გამო.
ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ იქ მყოფ ექიმებს.
უეცრად, "პალატაში" შემოდის ქალი, რომელიც კარგად ვერ მივხვდით ვინ იყო და იწყებს ხელების შლას და საყვედურებს. თაკოს ეუბნება, რატომ მოვიდა აქ?! ეუბნენა, რომ დარდობს, სისხლდენა თუ დაეწყება ჭარბირაოდენობით, ისინი ვერ შეუჩერებენ, რადგან სხვა პროფილი აქვთ და რომ უკვე აღარცერთი გინეკოლოგი არ მიიღებს აქ მოხვედრილობის გამო.
გაოგნებულები ვუყურებთ და ვერ ვხვდებით, რას გვსაყვედურობს, თაკო ძალიან გაბრაზდა და ჰკითხა, რა გინდოდათ, მილანიდან ჩამოსული ხალხი, რომელსაც სიცხე აგვიწია და ჩვენთან მყოფ პირსაც აუწია აქ არ მოვსულიყავით, იმიტომ რომ მუცელი მომეშალაო? და ვთქვათ მართლა ვირუსი მაქვს, ასე წავსულიყავი გინეკოლოგთან და სხვები დამეინფიცირებინაო?
საკმაოდ მწვავე კამათის შემდეგ ეს ქალი გავარდა გარეთ, ჩვენმა ექიმმა რეზომ კი ბოდიში მოგვიხადა, დაგვამშვიდა და თვითონაც გაკვირვებული წავიდა.
შემდეგ ჰქონდათ მცდელობები, გაეკეთებინათ რაღაც ნემსები, მგონი სისხლის შემაკავებლები, არადა, ადამიანს პირიქით, სისხლის წამოსასვლელი წამალი ჰქონდა დალეული... ამ დეტალებში შესვლა არ მინდა, მედიცინის საკითხია და მე კარგად ვერ ვერკვევი...
გამოვათენეთ ეს ღამე როგორღაც, დილით მოვიდნენ დაავადებათა კონტროლიდან, ასევე უკარგესი გოგოები, გაგვამხიარულეს და საღამოს გეცოდინებათ პასუხიო.
ის დღე ძალიან გაიწელა, ჩვენმა ექიმმაც, როგორც ჩანს, მორიგეობა დაასრულა.
მოსაღამოვდა, ინტერნეტში ვხედავთ განცხადებას, რომ არც ერთს კორონა არ დაუდასტურდა, გვიხარია, ვიცით რომ ჩვენზეცაა საუბრი, თუმცა ჩვენთან პირადად არავინ არ ჩანს.
ველოდებით, ველოდებით, ველოდებით, გავიდა ერთი ორი სამი საათი, არავინ არაა..
შემდეგ უცებ შემოდის ქალი, მანამდე ნანახი არ გვყავდა და გვეკითხება - მზად ხართ?!
მზად რისთვის? გაგვიკვირდა, არავის პასუხიც კი არ უთქვამს ჩვენთვის პირადად დაგვიდასტურდა თუ არა რამე..
უიო, არ გითხრესო? თამარი გადაგვყავს გინეკოლოგთან და თქვენ კარანტინშიო.
ახლა კარანტინის საკითხი:
რასაც ჩვენ ვუყურეთ, სულ რომ ჯანმრთელი იყო, შეიძლება იქ თვითონ დაგმართონ რამე. ფორმები აცვიათ, კი, მაგრამ ამ ფორმით ჯერ შედიან ვირუსიან პაციენტთან, შემდეგ არავირუსიანთან და ხდება ყველანაირი პირდაპირი კონტაქტი... გარდა ამისა, არის ანტისანიტარია. საავადმყოფოში იმის რომ გეშინია, არაფერს შევეხო, არ დავბინძურდეო, იქ რაზეა საუბარი საერთოდ?
ჩვენ არ ვიცოდით სხვაგან რა დაგვხვდებოდა, ამიტომ, მოვითხივეთ შინაიზოლაცია.
შეგვეძლო, ჩვენ სამნი მხოლოდ და მარტო ვყოფილიყავით სახლში, არც არავინ მოვიდოდა, არც ჩვენ გავიდოდით.
დაგვთანხმდნენ, ოღონდ თაკო მაინც უნდა წაეყვანათ გინეკოლოგთან ევექსში.
ჩვენ, მე და დათო ვდგევართ და ველოდებით რომ სახლში წაგვიყვანენ, მაგრამ არა, თქვენ თვითონ უნდა წახვიდეთო...
მეთქი ბატონოოო??? ცოტა ხნის წინ კარანტინში მიგყავდით, შინაიზოლაციაზე დაგვთანხმდით და ახლა გინდათ, რომ ჩვენ სახლში წავიდეთ ტრანსპორტით?? ეს რა კარანტინი და რა იზოლაციაა ქუჩაში თუ ვიარე?!
რა ვქნათო, ჩვენ ვერ გადაგიყვანთო...
რაღა უნდა გვექნა, გავიკეთეთ ნიღბები და წავედით ტაქსით...
თაკო მიიყვანეს კლინიკაში, სადაც ერთ ღამეში საკმაოდ დიდი თანხა მოსთხოვეს, უარი თქვა დარჩენაზე, აიღო ანალიზები, დარწმუნდნენ რომ საშიშროება არ არის და გამოუშვეს.
ვწევართ ახლა სახლში, როგორც იქნა მოვედით აზრზე იმ საშინელი დღე-ღამის შემდეგ, რომელიც ისე გვეჩვენება, რომ საუკუნე იყო. მთელი სხეული გვტკივა, დანგრეული ვართ, გეგონება ვინმემ გვაწამა...
ისე, წამება არა, მაგრამ ძალიან საცოდაობა კი იყო, თაკო და დათო ერთ ლოგინზე იწვნენ და დათოს ფეხები სკამზე ედო პარალელურად, აბა, ისე ვერ ეტეოდნენ და...
კომიკურია თუ ტრაგიკული ვეღარ გაიგებ.
ასე რომ, თავმომწონედ საუბარი იმაზე, რომ მზად ვართ, ტყუილია, არ ვართ მზად.
ელემენტარული მენეჯმენტის საკითხები ეშლებათ.
ვისაც კარანტინში უნდა და ფიქრობს და ხუმრობს, დავისვენებო, ნუ გინდათ, ვერ დაისვენებთ.
ეს ყვეკაფერი ხალხმა უნდა იცოდეს, ყველას და ყველანაირ კითხვას ვუპასუხებთ რაც გაჩნდება.
რაც შეეხება პანიკას, დიახ, პანიკაში არ უნდა იყოთ, უბრალოდ, ფრთხილად იყავით.


თარიღი 02.29.2020 23:21  4356