შემზარავი ტრაგედია ვინ არიან ბიჭები, რომლებიც თევზაობისას ნავი გადაუბრუნდათ და წყალში დაიხრჩო



გარდაცვლილების ახლობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ახალგაზრდებს თევზაობისას ნავი გადაუბრუნდათ, რის გამოც ერთერთი ბიჭი იხრჩობოდა, მეორემ კი მისი დახმარება სცადა, შედეგად, ორივე მათგანი წყალში გაუჩინარდა და სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

ორივე გარდაცვლილი დედოფლისწყაროს მკვიდრია. ერთერთი სოფელ სამრეკლოს მკვიდრი 18 წლის თემურ უძილაურია, რომელსაც 5 მარტს 19 წელი შეუსრულდებოდა. მეორე კი ქალაქ დედოფლისწყაროს მკვიდრი 25 წლის დავით გიგოლაშვილია, რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალში რეინჯერად მუშაობდა. დაოჯახებული არც ის იყო.


თარიღი 03.01.2020 23:13  3944