მადრიდის რეალი - ბარსელონა 2-0



   დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული ''ელ კლასიკო''. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა მეტოქე 2 - 0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ. მადრიდის რეალმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა.  71 წუთზე მადრიდის რეალის შემტევმა, ვინიციუსმა, გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა, ხოლო მატჩში საბოლოო წერტილი მარიანომ დასვა, მან შემოსვლიდან ერთ წუთში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
   შეხვედრას რეალის ყოფილი ვარსკვლავი, კრისტიანო რონალდოც, დაესრო. 


თარიღი 03.02.2020 13:16  1128