საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 15- მდე გაიზარდა...



   საქართველოში კორონავირუსის მე-15 შემთხვევა დადასტურდა, ორივე დაავადებული იტალიასთან კავშირშია. მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულებს, როგორც დაავადებულთა უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა შედარებით დამძიმდა 2 პაციენტის მდგომარეობა. დაავადებულთა შორის არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, შვილი, რომელსაც შეხება ჰქონდა დაიმფიცირებულ ადამიანთან. ''ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია" -ამირან გამყრელიძე.
  საქართველოში კორონავირუსის ზრდას ელიან. დაფიქსირდა 15 შემთხვევა, კარანტინშია 141 ადამიანი, ხოლო 51- ს აკვირდებიან. 
  მსოფლიოში კორონავირუსით დამიმფიცირებულთა რიცხვი 105 ათასს აცდა, 3594 კი იმსხვერპლა.
  ადამიანებს სწამთ, რომ კორონავირუსი დათბობასთან ერთად გაქრება. თუმცა სმეციალისტები ამ ფაქტს ვერ ადასტურებენ, რადგან ვირუსი ახალია და ბოლომდე შესწავლილი არ არის. 
  მაქსიმალურად მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, დაიცავით სისუფთავის ნორმები. თუ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა: ტემპერატურა, ხველა , სისუსტე, სუნთქვის გაძნელება და სხვა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. 


თარიღი 03.09.2020 13:04  1194