კორონავირუსუს 8 ახალი შემთხვევა საქართველოში ...



   საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
   ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 15 შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ამჟამად კი ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
   ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.


თარიღი 03.10.2020 22:58  1837