ნურავინ უწოდებს ,,ბნელს" იმ ადამიანებს , რომლებიც კოვიდ მწვანე პასპორტებს აპროტესტებენ!
ევროპაში აჯანყებები დაიწყო სწორედ კოვიდ ,მწვანე პასპორტების წინააღმდეგ.თუმცა
ეს ფაქტი მხოლოდ ზემოხსენებულ ადამიანებს გაუმყარებს პოზიციებს.
ამ სტატიაში კი სულ სხვა რამეზე წაიკითხავთ. დღეს საღი აზრი,კოვიდთან მიმართებაში ვაქცინაციის მომხრეების აზრით მათ მხარეს დგას და ,,ჩამორჩენილებს" უწოდებენ მათ , ვინც ეწინააღმდეგება კონტროლს!
პირდაპირ უნდა დაისვას კითხვა/საკითხი : რა მსგავსება განსხვავებაა ადამიანების
ცნობილ დაჩიპვასა და მწვანე პასპორტებს შორის?
ამ საკითხში გასარკვევად , ფაქტების გაანალიზებით ერთად მივყვეთ საკითხის განხილვას.
გავრცელებულია აზრი , რომ ადრე თუ გვიან, ადამიანებს ხელსა და შუბლზე ჩაუდგავენ
მიკრო ჩიპებს. ამ ჩიპის გარეშე ვერ შევლენ მაღაზიაში, ვერ გადაიხდიან რაიმეს საფასურსა და
კიდევ მრავალი ვერ, ვერ...
მწვანე პასპორტის გარეშეც ხომ ვერ შევა ადამიანი მაღაზიაში ან მოლში.ვერ იმგზავრებს
საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ასე შემდეგ?!
თუ ამ ლოგიკას დავუჯერებთ ,ის ვინც არ დაემორჩილება კონტროლს, მას საერთოდ არ დასჭირდება
კონტროლი, რადგან მას უკვე შეზუდული ექნება გადაადგილების საშუალება.
ზუსტად ,თუკი მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შევძლებ მგზავრობას, როგორ წავალ სამსახურში,
სადაც მე ის თანხა უნდა გამოვიმუშავო, რომელი თანხითაც უნდა ვიყიდო გაძვირებული პური?!
მაგრამ თუ მაღაზიაშიც, არ შემიშვებენ შევცვლი ჩემს ძველ ტანსაცმელს?
ფაქტია, კოვიდ პასპორტის აღების შემთხვევაში ყოველ ადამიანს ენიჭება QR კოდი. რა მნიშვნელობა
აქვს ადამიანს კოდი ხელში ექნება შეყვანილი , შუბლში ჩადგმული თუ მწვანე პასპორტით მინიჭებული?
გავიხსენოთ ჩვენი კითხვა: მაშ რა განსხვავებაა ჩიპსა და მწვანე პასპორტს შორის?"
ობიექტურობისთვის,არ უნდა დაგვავიწყდეს ამ საკითხის სამართლებრივი მხარე.
არჩევანის უფლება , ადამიანის ის ფუნდამენტური ღირებულებაა,რომელზეც დაშენებულია საქართველოს
კონსტიტუცია. თუ კი მე სახელმწიფო მიმითითებს იმისკენ , რაც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოა,
თანაც ჩემი ფუნდამენტური უფლების დარღვევით , არის თუ არა ეს სახელმწიფოს მიერ ჩემი,როგორც
კონკრეტული ერთი მოქალაქის უფლებებში ჩარევა,ან დაჩაგვრა?
ადამიანების უმეტესი ნაწილი , რომლებიც ამავე სამართლებრივი საფუძვლით იცავდნენ
უმცირესობების უფლებებს , რომ არ შეიძლება განსხვავებული აზრის დევნა , რომ სახელმწიფო ლგბტ
თემს არ იცავს, სწორედ იგივე ადამიანები დღეს საზოგადოების ნაწილს
ტელევიზიებიდან მოუწოდებენ იმისკენ, რასაც თვითონ მათთვის მისაღებ კერძო შემთხვევაში
მხარს უჭერდნენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოვიდ ვირუსი ნამდვილად არსებობს და ვერც ამას გავექცევით,
ვიცით ისიც , რომ აცრა სრულად ვერ კურნავს ადამიანს. მთავარი კითხვა კი ასეთია ,თუკი აცრა
არ შველის ადამიანს , მაშინ რატომ აძალებ?
ამ სტატიაში იმ მცირე ფაქტების ჩამონათვალია , რომლებიც აბსოლიტურ ლოგიკურ კავშირში არიან აღნიშნულ გამოწვევასთან.
ავტორი: ზაქარია ჯაბახიძე
newsebi.ge
ობიექტური აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
გახდი ჩვენი მკითხველი.