სააკაშვილის მდგომარეობა ისევ გაუარესდა



მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმდება.მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის სანახავად კიდევ ერთხელ იყო შესული სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა , მესამე პრეზიდენტი თავს ისევ სუსტად გრძნობს, მას სწორ ხაზზე სიარული უჭირს. აღენიშნება დაღლილობა და მკვეთრი ნერვული დეფიციტი. მასთან სანახავად , ყიფშიძესთან ერთად იმყოფებოდა ნევროლოგი ოთარ თოიძეც, რომლის თქმით რჩება მკვეთრი ნერვული დეფიციტი. ძირითადად ის გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში. მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული“.


თარიღი 12.10.2021 11:45  588