ეკა ტიკარაძის ქონების ოფიციალური ჩამონათვალი



ეკა ტიკარაძის  შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,  მინისტრობის პერიოდში მისის შემოსავალი 2020 წლის მონაცემებით 60 300 ლარი იყო.ამავე დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი მინისტრის ქონება 2020 წლის მიხედვით თბილისში მდებარე 760 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 35%-იან წილს, მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 2 653 ლარს შეადგენდა.

 მის მეუღლეს, ასევე დეკლარაციის მიხედვით, ეკუთვნის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიაში. მის საკუთრებაშია: მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D და ორი მოტოციკლეტი. საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 563 ლარი და 83 დოლარი ჰქონდა. ტიკარაძის მეუღლე  გახლავთ: შპს „სადას“ დირექტორი და „ჰაუსფაქტორის“ 33,4%-იანი წილის მეწილე. ამავე კომპანიაში მისმა შემოსავალმა 2020 წელს მენეჯერის პოზიციაზე - 3 000 ლარი შეადგინა.

 

NEWSEBI.GE  << ობიექტური რეალობის სარკე

გახდით ჩვენი საიტის სტუმარი და გაიგეთ სხვა აგმოჩენილი ადამიანების ქონების შესახებ.


თარიღი 12.10.2021 13:22  583