სახალისო გამოკითხვა



  ყველასათვის საყვარელი დღესასწაული ახლოვდება.

ჩვენ კი გთავაზობთ საინტერესო შეჯიბრს. შეჯიბრს თან ვურთავთ პაწაწუნა სახალისო ისტორიებს ,როგორც საჩუქარს თქვენთვის, რაც თქვენს განწყობას აამაღლებს.

გსმენიათ რაიმე როკფელერის center-ის საახალწლო ნაძვის ხის შესახებ? მოგვყევით...

1997 წლიდან როკფელერის ცენტრში, უამრავ ნაძვის ხეს ამერიკელები ერთად ანთებენ.
სხვადასხვა ზომის ნაძვის ხეები მორთულია ლამაზი ფერადი შუქებით, რომელთა შორის, როგორც ფოტოზე ნახეთ, ერთი უზარმაზარი ნაძვის ხე ყველაზე გამორჩეულია.
შობის დღესასწაულზე, ნიუ იორკის მოქმედი მერი ბევრ ნაძვისხეს ერთდროულად ანთებს. დღესასწაული NBC-ის პირდაპირ ეთერში ყოველწლიურად გადაიცემა.
ნიუ-იორკში ულამაზეს საშობაო სანახაობას 125 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
როკფელერის შობის ნაძვის ხე, შობის მსოფლიო სიმბოლოდ ითვლება," რომლის კენწეროში 900 ფუნტიანი სვაროვსკის ვარსკვლავი ბზინავს.

გთავაზობთ ნიუ იორკის შობის ნაძვისხის პირველ 1997 წლისნიუ იორკი 1997 წელი



თბილისის საშობაო ნაძვის ხის შესახებ, პირველადი ინფორმაცია ეროვნული არქივის საცავიდან იწყება. ეროვნული არქივის მიხედვით, 1939 წელს თბილისში საშობაო ნაძვისხის ზეიმი გაიმართა.
საბჭოთა კავშირის პერიოდის საახალწლო ზეიმი, ერთგვარ რიტუალს ჰგავს, სადაც მისულ ადამიანებს პირველად სტალინის ძეგლი ეგებება და შემდეგ საახალწლო ნაძვის ხე.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და შეაფასოთ.





ახლა კი, დროა დავუბრუნდეთ გამოკითხვას და გადაწყვეტილება დღევანდელი საახალწლო ნაძვისხეების შეფასებით მივიღოთ.
მაშ, რომელი?
ნიუ-იორკი თუ თბილისი ?
NEWSEBI.GE << გახდით ჩვენი ხშირი სტუმარი.
გაიგეთ სიახლეები და საინტერესო ამბები ჩვენთან.



წყაროები სტატიისთვის :https://www.6sqft.com
საქართველოს ეროვნული არქივი

თარიღი 12.17.2021 02:33  944