უნდა დავუდგეთ გვერდში და გადავარჩინოთ



მეგობრებო, ეს სტატია გვერდში დგომის თხოვნაა, რომელიც ქართველებს ნამდვილად არ  შეგვშლია და არც შეგვეშლება.

არჩილ ტატუნაშვილი ხომ ყველას გვახსოვს? ხომ გვახსოვს, რატომ და როგორ აწამეს ოსებმა და რუსებმა?! 

ხო გვახსოვს , რის გამო მოკლეს? 

მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი სამხედრო იყო ...

მამუკა ჩხიკვაძეც ქართველი ყოფილი ძალოვანია , მაგრამ ფიქრობთ რომ რუსები გაითვალისწინებენ იმას, რომ ყოფილია და არა მოქმედი?

წარმოგიდგენიათ, ამ წამს როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ის ადამიანი რა დღეში შეიძლება იყოს? რა წნეხში იმყოფებოდეს ...

უბრალოდ , როგორც ერთი ჟურნალისტი ამ სტატიას ვდებ რედაქციის დაუკითხავად, რადგან ვიცი ამ თხოვნაზე უარს არავინ მეტყოდა 

და თხოვნით, მოკრძალებით მოგიწოდებთ ქართველებს, ერთი გაზიარებით დავუდგეთ გვერდით მამუკა ჩხიკვაძეს და ეს გაზიარება ნიშნავდეს

მოწოდებას, თავისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს და სხვა გატაცებულ ქართველებს !

ნუ დაველოდებით ვინ რა ნაბიჯს გადადგამს, ქართველი ხალხი ვიყოთ პირველი ნაბიჯის ინიციატორი.

უბრალოდ , პოსტი გააზიარეთ წარწერით, თავისუფლება ! 


თარიღი 12.14.2021 01:08  940