ბადრი ჯაფარიძის კომენტარი დღევანდელ სასამართლოსთან დაკავშირებით



"დღეს ჩვენი ადვოკატები კიდევ ერთხელ აჩვენებ საზოგადოებას თუ რამდენად აბსურდული და შინაარსს მოკლებულია ის ბრალდება, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს სამი წელიწადია ჩვენი დევნა და შემდგომ დასრულდება ჩვენი სხდომა ჩვენი სიტყვით. დღეს არის ბოლო სხდომა, შემდგომ იქნება უკვე გადაწყვეტილება გამოცხადებული სავარაუდოდ ორი კვირის განმავლობაში." -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის , თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი იწყება. საქმესთან დაკავშირებით ეს ბოლო სასამართლო სხდომაა.


თარიღი 12.16.2021 12:55  766