საკუთარი თავისთვის გაზრდილი ხელფასი

მმართველი პარტიის დეპუტატებმა კასპში ხელფასები გაიზარდეს.კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ამიერიდან 2500 ლარის ნაცვლად 4500 ლარს აიღებს.აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი. კასპის მერიასთან მობილიზდნენ სამართალდამცველები, რომლებიც კრიტიკული მედიისა  წარმომადგენლებს შენობაში არ უშვებდნენ. საკრებულოს დეპუტატების თქმით, მათ კი არ გაიზარდეს ხელფასები, არამედ სხვა რეგიონების დეპუტატების ხელფასებს გაუთანაბრეს, რადგან კასპის საკრებულოში, სხვებთან შედარებით ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ დანიშნული.

NEWSEBI.GE  << ახალი ამბების წყარო.

2021 წლის 17 დეკემბერი.


თარიღი 12.17.2021 18:01  410