ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში მერსედესის მარკის ავტომობილი, ათეულობით მეტრის სიმაღლის ხიდიდან გადავარდა. სავარაუდოა, უბედური შემთხვევა დიდი სიჩქარის გამო მოხდა, რა დროსაც მანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 2 დაიღუპა . როგორც ცნობილია, სამმა მათგანმა მდინარეში გაცურვა მოახერხა. სამივე დაშავებული, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მდინარიდან მანქანის ამოყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მეშვეობით მოხერხდა . მდინარიდან ამოსვენებულია 2 დაღუპული.
უბედური შემთხვევის ადგილზე, დაღუპული და დაშავებული ადამიანების ახლობლები და ნათესავები იმყოფებიან.
NEWSEBI.GE << დაიმახსოვრეთ და გახდით ხშირი სტუმარი.