დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურა კორონა ვირუსის ახალაი შტამის, ომიკრონის საქართველოში შემოსვლა.
ომიკრონის შტამი საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა , რომლებიც მოგზაურობიდან დაბრუნდნენ,კერძოდ ერთი მათგანი აშშ-ში იმყოფებოდა ,ხოლო მეორე არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში-დუბაიში. ექსპერტები დამაიმედებელ განცხადებებ ვერ აკეთებენს და საქართველოში ომიკრონის გავრცელების მასობრივობაზე საუბრობენ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ განაცხადა : „შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ომიკრონი" საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს."
მიუხედავად წინასწარი გათვლებისა , რომ ომიკრონს მასობრივად ელოდებიან ქვეყანაში , პროგნოზების მიუხედავად კონკრეტული სამოქმედო გეგმა ,მისის შეჩერებისთვის მედიკოსებს არ გაუჟღერებიათ, სახელმწიფოსთან მიმართვაში. მოსახლეობას დამატებით ბუსტერ დოზით აცრისკენ, პირბადის ტარების,დისტანციის დაცვის, დეზინფექციისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ . რამდენიმე დღის წინათ,კი მედიკოსთა გარკვეულმა ნაწილმა, ომიკრონის შეჩერების ერთ-ერთ გზად, მთავრობას ქვეყნის სასწრაფოდ ჩაკეტვისკენ მოუწოდეს, თუმცა მათ განცხადებებს ეკონომისტთა უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.
ქვეყანაში იქმნება არასტაბილური მდგომარეობა , იმის გამო, რომ სახელმწიფო, ჯანდაცვასა და ეკონომიკურ საკითხებს შორის პრიორიტეტებს ვერ ალაგებს.
ზაქარია ჯაბახიძე /2021.21.12
NEWSEBI.GE