შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით , ამოღებულია არადეკლარირებული დიდი ოდენობით თანხა.
წითელ ხიდზე, მესაზღვრეებმა, აზერბაიჯანის მოქალაქეს დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა - 21 680 000 რუსული რუბლი აღმოუჩინეს.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით : "საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი." მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, არადეკლარირებული თანხა ჩამოართვეს.
ამოღებული, არადეკლარირებული თანხა 915 633 ლარს შეადგენს.
NEWSEBI.GE << ახალი ამბები