დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე: ამოღებულია 11 500 დოლარი და



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, დაკავებულის სახლის ჩხრეკის დროს, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, რომელიც 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარს შეადგენს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცით, "დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს ,,სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 8465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება, სისტემატურად ხორციელდებოდა. "

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

NEWSEBI.GE -ზე  << მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია


თარიღი 12.21.2021 15:41  1606