საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საჰაერო ტვირთების მარშრუტი ამოქმედდა



ჩინური ავიაკომპანია SF Airlines 20 ივლისიდან ამუშავებს ახალ საერთაშორისო საჰაერო სატვირთო მარშრუტს, რომელიც დააკავშირებს ურუმჩის თბილისთან. ამის შესახებ თბილისის აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ იტყობინება.

ურუმჩი არის სინძიანის რეგიონის მთავარი ინდუსტრიული ცენტრი დასავლეთ ჩინეთში.

ახალ მარშრუტზე ფრენებს B757 სატვირთო თვითმფრინავი ორივე მიმართულებით კვირაში ერთხელ შეასრულებს. 24 აგვისტოდან სიხშირე კვირაში ორჯერ გაიზრდება.
 
ტვირთის გადაზიდვის სავარაუდო მოცულობა დაზუსტებული არ არის. ასევე გაურკვეველია ზუსტად რა საქონელს მოემსახურება ახალი მარშრუტი.

SF Airlines არის ჩინეთის უდიდესი სატვირთო გადამზიდავი ფლოტის ზომით. c ავიაკომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს შენჟენში. SF Airlines მართავს 60-მდე სატვირთო თვითმფრინავს, რომლებიც დაფრინავენ ორმოცდაათზე მეტ მიმართულებაზე ჩინეთისა და მის ფარგლებს გარეთ.

 


თარიღი 06.21.2024 17:52  310