რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ძლიერი აფეთქებების ხმა დღეს კიევის ობოლონისა და გოლოსეევის რაიონებში ისმოდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები კიევის ექვს რაიონში ჩამოცვივდა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა „კალიბრისა“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით მიიტანა, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მასშტაბური თავდასხმის მოგერიება შეძლო.
სტატიის ავტორი პირველი არხი
ვებსაიტის დამზადება მხოლოდ: Webdoors.ge