ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
სუს-ში აცხადებენ:
"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული".
ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა 7 აგვისტოსაც დაიწყეს, თუმცა იმავე საღამოს სამუშაოები შეჩერდა.