რუსი ოკუპანტები გუგუტიანთკარში დღეს კვლავ გამოჩნდნენ



საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადად, ორი ოჯახის რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 

წყარო Tabula.ge


თარიღი 08.19.2019 13:57  1079