დედამ 15 წლის შვილს მეგობარ ბიჭთან შეუსწრო - ქალიშვილმა კი დედა მოკლა



რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში 43 წლის ქალი მრავალმხრივი ტრავმებით გარდაიცვალა. ის საკუთარმა 15 წლის ქალიშვილმა მოკლა, რომელსაც ამ დანაშაულის ჩადენაში მისი 18 წლის მეგობარი ბიჭი დაეხმარა.

გამოძიების ვერსიით, ჩხუბი დედა-შვილს შორის 30-31 დეკემბრის ღამეს წარმოიშვა. ამ კონფლიქტის დროს შვილის მეგობარმა ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შვილი კი თავსა და ტანზე ჩაქუჩს და დანას ურტყამდა.

დაჭრილმა ქალმა მეგობართან დარეკვა მოასწრო, რომელმაც სასწრაფო გამოიძახა. ამის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილობრივი პორტალის ცნობით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ ქალი სამსახურიდან სახლში დროზე ადრე დაბრუნდა და შვილი უცხო ბიჭთან ერთად ლოგინში დაინახა. ის მათ პოლიციის გამოძახებით დაემუქრა.

მომხდარზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. ორივე ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია.


თარიღი 01.11.2020 00:53  2307