სამწუხარო ინფორმაცია სოფელ გამარჯვებაში 26 წლის ბიჭი გარდაცვლილი ნახეს - ის სოფლის რწმუნებულის ძმისშვილია



გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვლილი სოფლის რწმუნებულის, გიორგი მახათაძის ძმისშვილია. როგორც გიორგი მახათაძემ „ინფო რუსთავს“ განუცხადა, ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა პირუტყვის სადგომში დედამ იპოვა.

„ბიზნესი ჰქონდა, ფერმერი იყო. საქონელის საჭმელად შევიდა, დედამისს წყალი უნდა შეეწოდებინა. შევიდა და ასეთი სურათი დახვდა. ქეიფობდა, მოვიდა, კარგ ხასიათზე იყო, განწყობა კარგი ჰქონდა. ვერ ვხვდებით რა მოხდა. არანაირი პრობლემა არ გააჩნდა, პირიქით, რომ გაიგებდა ვინმემ თავი მოიკლაო, არ მოსწონდა“, - აცხადებს სოფლის რწმუნებული გიორგი მახათაძე.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო: „ინფორუსთავი“


თარიღი 01.11.2020 01:57  1942