ირანელები თვითმფრინავის ჩამოგდების გამო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ (ვიდეო)



ირანის მიერ უკრაინული ლაინერის ჩამოგდების აღიარების შემდეგ თეირანში საპროტესტო აქცია იმართება. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ, მათ გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოები დახიეს. ისინი ქვეყნის უზენაესის სასულიერო ლიდერის აიათოლა ჰამენეის გადადგომასაც ითხოვენ. დემონსტრაციაში ათასამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. 


თარიღი 01.12.2020 00:16  1436