თურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან 10 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ამიტომაც მიწისქვეშა ბიძგები ორივე ქვეყანაში იგრძნობოდა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მცირე ზომის ცუნამიც წარმოიშვა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.