ამ წამს გავრცელდა უკანასკნელი ცნობები ინდოეთიდან ინფექციის დაძლევასთან ერთად სისხლის მიმოქცევაც გაუმჯობესდება



73-ე ღამე მშვიდობისა!
 ანიტას ძალიან სჭირდება, რომ მისი სახელით კარგი საქმეები ვაკეთოთ!
 ამიტომ ყველას გელოდებით სიკეთის აურზაურის ჯგუფში!
 შემოგვიერთდით, დაგვეხმარეთ, რომ კიდევ ბევრჯერ დავამტკიცოთ ამ ერთი ციდა ქვეყნის ერთიანობა და სიძლიერე!
გადადით ბმულზე და დაგვემატეთ!
 https://bit.ly/2SY7aIk

 რაც შეეხება ჩვენს გოგოს,
მდგომარეობა ისევ სტაბილური, მაგრამ მძიმეა.
მოთმინებით ველოდებით მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას!

 კიდურების მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია, ინფექციის დაძლევასთან ერთად სისხლის მიმოქცევაც გაუმჯობესდება, ამიტომ გრძელდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია!

 მთელი გულით გიხდით მადლობას რომ უკვე 73 დღე-ღამე ჩვენთან ერთად ხართ!

 ანიტას ამბების დაწყების დღიდან არც ფინანსურად არც მორალურად და არც სულიერად არ მიგვატოვეთ!
 თქვენი თანადგომა ძალიან აძლიერებს ანიტას, მის ოჯახს და ჩვენ!

ყველაფერი კარგად იქნება
#ანიტასსთვის


თარიღი 01.28.2020 00:38  9554