ამინდი უარესდება



გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება.როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან,მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 23-26 დეკემბერს, კოლხეთის დაბლობზე, ღამის საათებში  ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი რაც ციტრუსოვან ხეხილს შეუქმნის საფრთხეს.

https://newsebi.ge/weather <<  გაიგეთ ამინდის დეტალური პროგნოზი 

NEWSEBI.GE << გახდით ჩვენი ხშირი სტუმარი, გაიგეთ უახლესი ინფორმაცია .

2021 წლის 21 დეკემბერი


თარიღი 12.21.2021 14:19  2023