ამოღებულია 30 შეკვრა ჰეროინი და დაკავებული 4 ნარკო-მოვაჭრე



როგორც შინაგან საქმეთა სამინისრომ განაცხადა , მარნეულში,ფონიჭალასა და ზუგდიდში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისთვის 4 პიროვნება დააკავა. მარნეულში ,დაკავებული პირის ჩხრეკის დროს ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი".

ფონიჭალაში დაკავებულს, ჩხრეკისას 1 შეკვრა ჰეროინი აღმოაჩნდა.

ზუგდიდში, შსს-ს თანამშრომლებმა 41 აბი "სუბოქსინი", 3 შეკვრად დაფასოებული "სუბოქსინის" აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, დაკავებულ ლ.ხ.-ს სახლის ჩხრეკისას , ხოლო მ.კ-ს პირადი ჩხრეკისას 9 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" აღმოჩნდა.

დანაშაული 8-დან 20-მდე ,ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

NEWSEBI.GE

 


თარიღი 12.16.2021 12:30  622