არის თუ არა მზად ინფექციური საავადმყოფო ინფექციური პაციენტების დასახვედრად?



    ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში, მოთავსებული პაციენტები და მათი ახლობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით პალატებში ანტისანიტარიაა, სველი წერტილები დაუმუშავებელია, ექთნები პაციენტებს ერთი თერმომეტრით უზომავენ ტემპერატურას. ადამიანები, რომლებიც გადაყვანილები არიან კარანტინში, არც მათ აქვთ სახარბიელო პირობები. 
    მედიკოსები მოსახელეობას არწმუნებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოუწოდებენ მათ, ხშირად იბანონ ხელები და მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.
    შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით 39 ადამიანი რჩება ბოქსირებულ განყოფილებაში. მათგან კორონა ვირუსი მხოლოდ 2 ადამიანს დაუდასტურდა. 


თარიღი 02.29.2020 15:18  973