ავარიას ფოთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა ...



   ერთი ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად ფოთში, კოკაიას ხეივნის მე-7 კილომეტრზე, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.


თარიღი 03.02.2020 12:32  1167