აზერბაიჯანში, კორონავირუსით, ქალი გარდაიცვალა..

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა აზერბაიჯანის მოქალაქე, ქალბატონი, რომელიც ირანიდან დაბრუნდა, სადაც ქრონიკულ დაავადებებზე მკურნალობდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მას ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდა. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა.

გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახის წევრები და სხვა პირები, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.


თარიღი 03.12.2020 21:09  413

loading...