ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

ბათუმის ბულვარში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. წელს პირველად შშმ პირები ზღვაში შესვლას და ბანაობას დამოუკიდებლად შეძლებენ. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა, მოეწყო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, საპირფარეშო და გამოსაცვლელი. შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს სრულად არის მორგებული. ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება.

 

https://www.facebook.com/BatumiBoulevard/videos/1351589331666717/


თარიღი 08.09.2019 12:55